დიდი ხანია მზად ვარ, რომ ერთი კი არა, ბევრი წლით ჩავჯდე ციხეში. დიდი ხანია მზად ვარ, რომ იმ კრიმინალებისგან, ვისაც ვებრძოდი,  შუბლში ტყვია მივიღო

4 days ago 4

წაკითხვა: 2

“დიდი ხანია მზად ვარ, რომ ერთი კი არა, ბევრი წლით ჩავჯდე ციხეში. დიდი ხანია მზად ვარ, რომ იმ კრიმინალებისგან, ვისაც ვებრძოდი,  შუბლში ტყვია მივიღო”- განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 28 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“მე დაცვა არ მყავს და მარტო დავდივარ, მე ამისთვის ვარ მზად დიდი ხანია. მე, როდესაც აფხაზეთში ვიყავი და წავედი ომში წინა ხაზზე, იქ მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ მე, ამ ქვეყნისვის ვიბრძვი, უნდა ვიყო მზად ამ ქვეყნის მოვკვდე და არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, სად მოვკვდები – ფრონტის წინა ხაზზე მოვკვდები აფხაზეთში, უკრაინაშიც რომ წავედი იმიტომ წავედი, რომ იქაც მზად ვიყავი, ავტომატი მეჭირა ხელში.”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა