დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ბათუმი-თბილისის რეისს ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
netgazeti