11.11.202611.11.2026
თბილისში, დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ ერთ-ერთ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები სავარაუდოდ 60 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი არიან.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
„პირველების“ ცნობით, მოკლულია ცოლ-ქმარი, რომელსაც ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლი გაუხსნა.
netgazeti