UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ აბუ-დაბიში მას და მის თანხმლებ პირს ძმები, უსმან და უმარ ნურმაგომედოვები გარემოცვასთან ერთად თავს დაესხნენ.
მერაბ დვალიშვილის თქით, ის აბუ-დაბიში ერთ-ერთი სასტუმროს ლობიში ინტერვიუს აძლევდა ტურნირის, Real American Freestyle-ის (RAF-ის), ფარგლებში, რა დროსაც უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხნენ:
„უკნიდან მოვიდნენ და დარტყმა დაგვიწყეს მე და ჩემს მეგობარს“, - წერს ის და აზუსტებს, რომ თავდამსხმელები წაქცევის შემდეგაც ურტყამდნენ.
ოთხშაბათს საღამოს, 11 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში დვალიშვილი, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის, ამბობს:
„რა ცბიერი საქციელია, ორნი ვიყავით, უსმანი და თავისი მეგობრები მოვიდნენ ზურგს უკნიდან. რანაირი მებრძოლები ხართ?! რანაირი კაცი იქცევა ასე?“ - ამბობს ის.
დვალიშვილის თქმითვე, მისი თანხმელი პირი, 21 წლის ქართველი მოჭიდავე, „ორივე ძმას, უსმანსა და უმარსაც, მარტო გაუმკლავდა“, თავად დვალიშვილს კი „დაცვა აკავებდა“.
ნურმაგომედოვებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2026 წლის 12 ივლისს, თბილისში, ასევე RAF-ის ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილთან ინციდენტში სწორედ ერთ-ერთი ძმა, უმარ ნურმაგომედოვი ფიგურირებდა.
- გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსა და ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ დაღესტნელ სტუმარს შორის დაიწყო.
- სპორტული მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დვალიშვილმა UFC-ის მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რასაც ერთ-ერთი დამსწრე არ დაეთანხმა და სიტყვიერი პროტესტი გამოთქვა. შელაპარაკება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
- ამასთან, La Gazzetta Georgia-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კავკასიელი მებრძოლი დაცვისა და პოლიციის კორდონის გავლას ცდილობდა, რათა იმ ოთახში შესულიყო, სადაც ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.
radiotavisupleba ახალი ამბები