დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას — ჰერჩინსკი

1 week ago 6

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო მიიღო.

ჰერჩინსკის თქმით, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან სთხოვეს მისვლა.

„მე დიპლომატი ვარ. ჩემი როლია, კომუნიკაციის არხები ყველასთან იყოს ღია, ყველას ვესაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს არაღიარებას. ყველას ვხვდები და ველაპარაკები. მე ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმები. ასევე ვესაუბრები იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, უბრალოდ ჩემს საქმეს ვასრულებ. ვიცი, რომ გამიკრიტიკეს ხელისუფლებაში. ვიცი, რომ პრეზიდენტმა გააკრიტიკა. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც კი გამიკრიტიკა. მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ევროკავშირი ვერ გაჩუმდება. მე გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა კონტაქტს ევროკავშირის პოზიციის წარმოსაჩენად“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გააჟღერა ევროკავშირის პოზიცია, რომ ძალადობა, სისასტიკე და უკანონო დაკავებები მიუღებელია.

ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამ (საგარეო საქმეთა, ზოგად საქმეთა და ევროპული საბჭოს) სხდომაზე იმსჯელებს საქართველოს საკითხზე და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმდება კონკრეტულ ზომებზე.

„ეს ნიშნავს ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მოვლენებით. ევროკავშირის ინსტიტუტების ახალ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ საუბრის შეწყვეტის და მოქმედებების დაწყების დროა. ბრიუსელში და დედაქალაქებს შორის მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა შეთანხმებული იქნას სხვადასხვა ზომები. ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს, მათ შორის, გარკვეული კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და სანქციები. სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან ერთსულოვნებას მოითხოვს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინკი შეაქო „ქართულმა ოცნებამ“ და გააკრიტიკეს რიგმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა და საქართველოს პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა