WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების ტერიტორიაზე ორ მსხვილფეხა პირუტყვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხოველების მეპატრონეების განცხადებით, პირუტყვს სხეულზე დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამჟამად ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.