დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე განაახლოს

8 hours ago 3

სააგენტო „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსპიკერზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა განაახლოს სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მთავარი მომლაპარაკებელია. ბოლო თვეებში უიტკოფი რუსეთს უკვე მეოთხედ სტუმრობს. მისი წინა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.

სტივ უიტკოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან ერთად 17 აპრილს პარიზში მონაწილეობდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებში.

რუბიო და უიტკოფი აღარ ჩავიდნენ ლონდონში, სადაც 23 აპრილს უკრაინისა და ევროპის სამი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაში მხოლოდ კელოგი მონაწილეობდა.

პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას და ევროპის ქვეყნებს წარუდგინა უკრაინაში ომის დასასრულებლად მომზადებული გეგმა, რომლის პუნქტებს შორისაა 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ნატოს გაწევრებაზე უარი.

ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ლონდონში რუბიოს და უიტკოფის ვიზიტი გაუქმდა ამ გეგმისადმი კიევის უარყოფითი პოზიციის გამო.უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე.

დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე წინაპირობების გარეშე.

„ტრამპის ელჩ უიტკოფთან (აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი) გუშინდელი საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა განაახლოს უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, - თქვა დმიტრი პესკოვმა.

პუტინმა და უიტკოფმა მოლაპარაკებები პარასკევს შუადღისას კრემლში გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკება სამი საათი გაგრძელდა და იყო კონსტრუქციული და სასარგებლო.

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ზელენსკის და ტრამპის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. „ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, - დაწერა ზელენსკიმ.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში გააკეთა განცხადება.

  • თავიდან ის აკრიტიკებს New-York Times-სა და მის ჟურნალისტს ტრამპის მიერ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხზე კრიტიკის გამო;
  • ამბობს, მე „უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი - თეთრეულიო“, რუსეთ-უკრაინის ომს კი „მძინარე ჯო ბაიდენის ომს“ უწოდებს;
  • „უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო“, - წერს ტრამპი.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი წერს: „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა“.

„ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - წერს პრეზიდენტი ტრამპი.

სრულად წაკითხვა