თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.