დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, "საღი აზრის რევოლუციის" დაპირებით.
ტრამპი - რომელმაც დაძლია საიმპიჩმენტო პროცესები, სისხლის სამართლის საქმეები და მასზე თავდასხმის მცდელობები - ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ სწრაფად იმოქმედებს, მისი ხელმოწერისთვის უკვე მზადაა აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც ეხება სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას, წიაღისეული საწვავის განვითარების გაღრმავებას და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პროგრამების შეზღუდვას ფედერალური ხელისუფლების მასშტაბით.
ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებას "ნდობის კრიზისი" აქვს. "ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება" - თქვა ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლაში. მან ასევე პირობა დადო, რომ "დაამარცხებს სარეკორდო ინფლაციას".
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში მიმდინარეობს.