"დორტმუნდის" ახალი სამიზნე "შტუტგარტის" ნახევარმცველია

1 week ago 5

SKY Sports Germany-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წელს დორტმუნდის "ბორუსია" "შტუდგარტის" ნახევარმცველის, ენცო მილოს შეძენას შეეცდება.

22 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისტვის 12-20 მილიონ ევროს შეადგენს. ამჟამინდელი კლუბის დატოვება კი მას სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს შეეძლება.

"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა, მილო "შტუტგარტში" თავად მიიყვანა, თმცა, მის კლუბს ფეხბურთელის გაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ცნობისთვის, მილომ მიმდინარე სეზონში გერმანული კლუბის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ჯამში 6 გოლისა და 4 ასისტის შესრულება მოახერხა.

სრულად წაკითხვა