დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს - სალომე ზურაბიშვილი

2 weeks ago 8

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 დეკემბერს, გამთენიისას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება რუსთაველის გამზირზე, პროევროპული დემონსტრაციის დაშლის ფაქტს და წერს:

„გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!“

მანამდე მანდ პლატფორმა X-ზე დაწერა:

"თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება".

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლდმდენი აირი.

აქციის დაშლა დაახლოებით, 00:30 საათზე დაიწყო.

ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" ცოტნე კობერიძე.

პოლიციამ, დაახლოებით, 01:10 საათზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა.

პროევრული საპროტესტო დემონსტაციების მე-9 დღე 7 დეკემბერს, დილის ხუთი საათისთვის იპოდრომზე დასრულდა.

სრულად წაკითხვა