უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ავიაციის დიდი ნაწილის განადგურებას კონკრეტული პირები საქართველოში მწუხარებით შეხვდნენ, აღნიშნავს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და სტამბულში დღეს დაწყებულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს კონკრეტული ვარაუდებით ეხმაურება:
“ღიად ვერ ბედავენ და აქა იქ წუწუნებენ მორუსეთო ტიპები, ნუ გიხარიათ უკრაინელების თავდასხმა, მძიმე პასუხს გასცემენ რუსები უკრაინასო🙄
ცოცხი ვერავის გადაუღუნონ – დღეს, სტამბულში უკრაინის დელეგაცია ფორით ჯდება მაგიდასთან, ცეცხლის შეწყვეტას იქეთ მოითხოვენ რუსები‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.