“დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთი მარცხდება და საქართველო იმარჯვებს” – სოფო ჯაფარიძე

1 week ago 9

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

  • ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რამდენადაა მოსალოდნელი იგივე სცენარი განმეორდეს, რაც შარშან მარტში?

– რეალურად, რაც შემიძლია ახლა ვთქვა არის ის, რომ – დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთი მარცხდება და საქართველო იმარჯვებს!

ვუყურეთ გუშინ როგორი დაპირისპირება იყო პოლიციასა და მშვიდობიან, ჩვენს ახალგაზრდებს შორის. როგორ სცემეს, როგორ დააკავეს ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული მებრძოლი, მამაცი ახალგაზრდები, რომლების აპროტესტებენ ,,რუსულ კანონს” და აპროტესტებენ ჩვენ ქვეყანაში რუსულ გავლენას.

ეს არის ზუსტად ,,ქართული ოცნების” რეალური სახე, ხელისუფლების რეალური სახე, რომელიც უკვე დამარცხებულია ამ ქვეყანაში, კიდევ უფრო მალე დეკლარირებულად დამარცხდებიან და ჩვენ სულ მალე სამუდამოდ ვეტყვით, რუსეთს და ,,რუსულ კანონს” – არას!

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა