“დღეს წალენჯიხელთა ყურადღება მიპყრობილია თბილისისკენ” – რა ხდება წალენჯიხაში და რას ამბობს თამარ ბელქანია

3 hours ago 2

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია, 18 წლის, წალენჯიხელი, ოთო კვარაცხელიას სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს:

დღეს წალენჯიხის მოსახლეობის ყურადღება მიპყრობილია თბილისისაკენ, სადაც უნდა გაიმართოს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი კიდევ ერთი პირის სასამართლო პროცესი, ეს არის ახალგაზრდა კაცი წალენჯიხიდან ოთო კვარაცხელია, რომელიც დააკავეს აქციის დროს, თუმცა, შემდგომ განაცხადეს, რომ სხვაში აერიათ…

სასამართლოო პროცესს დაესწრებიან წალენჯიხელი ახალგაზრდები.

ბუნებრივია, იმის მოლოდინი, რომ მას დღეს გაათავისუფლებენ, არა გვაქვს, რადგან ხელისუფლებას ჩართული აქვს თვითგანადგურების რეჟიმი და გასულების კანონის ფარგლიდან, რადგან პარტიულადაა მოტივირებული.

სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ახალგაზრდა ოთო კვარაცხელიას, რომლიც იბრძვის ჩვენთან ერთად, ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად, სოლიდარობა ყველას, ვინც რეჟიმის ტყვეა და ჩვენ ვიბრძოლებთ ყველანი ერთად იმისათვის, რომ პოლიტპატიმრები, რეჟიმის ტყვეები საქარველოში არ იყვნენ და საქართველო კვლავ დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში. 

სრულად წაკითხვა