თბილისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ლანა ქარდავა აცხადებს, რომ ის სამსახურიდან ევროინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის და აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო დაითხოვეს.
ამის შესახებ ქარდავა ფეისბუქზე წერს. ყოფილი საჯარო მოხელე აღწერს იმ გზას და კონკურსებს, რომლებიც გაირა საჯარაო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობისას და მიზეზებს, რის გამოც მისი თქმით დაატოვებინეს საჯარო სამსახური:
“…მთელი ამ საკონკურსო საგამოცდო ციებ-ცხელების გადალახვის შემდეგ, 2016-ში, მუშაობა დავიწყე თბილისის მერიის პრესსამსახურში, სადაც ვიმუშავე გათავისუფლებამდე, რომლის აშკარა მიზეზი გახდა ჩემი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერა, რომლითაც მასზე ხელმომწერები საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გავემიჯნეთ. ასე, მარტივად და დაუნდობლად, განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო დაიწყეს ჩვენი სამსახურებიდან გამოშვება. ზემოაღნიშნულ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერებს მალევე გვითხრეს, რომ „საბოტაჟის მცდელობა პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა“, ჰოდა, პასუხი გაგვცეს. თუმცა ეს შიშს კი არ ზრდის, პირიქით, ბრძოლის ჟინსა და შემართებას აძლიერებს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, კონსტიტუცია და ქვეყნის იმიჯი უკვე ფეხქვეშ გათელა და რაც ყველაზე მტკივნეულია, თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსგან აბსოლუტურ თვითიზოლაციაში მოქცეული, ოკუპანტთან დამსგავსებისა და დამეგობრების გზას დაადგა!”, – აცხადებს ქარდავა.
ის ამბობს, რომ ამიერიდან ორ ფრონტზე გააგრზელებს ბრძოლას – საკუთარი უფლებებისთვის და ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის.
“მე ურყევად მჯერა გამარჯვების”, – წერს ის.