ევროკავშირი გმობს ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს - ანიტა ჰიპერი

16 hours ago 1

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება ბოლო დღეებში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

იგი პლატფორმა X-ზე წერს, რომ უნდა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული მომიტინგეები, ხოლო "უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს".

"ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს", - აცხადებს ანიტა ჰიპერი.

სრულად წაკითხვა