ევროკავშირის მინისტრები შავი ზღვის შესახებ რუმინეთისა და ბულგარეთის ინიციატივას განიხილავენ

2 hours ago 4

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის სტრატეგიის მიმდინარეობას და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებულ წინადადებებს განიხილავს.

„რუმინეთისა და სხვა ქვეყნების მოთხოვნით, დღის წესრიგში გვაქვს საკითხი შავი ზღვის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაფასებთ შავი ზღვის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის იმპლემენტაციას. გვაქვს ფლაგმანური პროექტი, რომელზეც გვსურს ფოკუსირება. ეს არის შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ევროკავშირის ჰაბი. რუმინეთმა და ბულგარეთმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს წარუდგინეს საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის სრული კონცეფცია მკაფიო ამოცანებით: ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რადგან საჭიროა შავი ზღვის მონაცემების ინტეგრირებული გააზრება; ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციის საერთო შესაძლებლობების გაძლიერება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შავ ზღვაში დრონების რაოდენობის ზრდის ფონზე.

ეს პლატფორმა უზრუნველყოფს რეგიონულ კოორდინაციას, განსაკუთრებით თურქეთთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, და ის შეავსებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ნატოს ფარგლებში ვახორციელებთ. ნატოს სამიტზე გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება: ჩვენ გავზარდეთ ჩვენი პარტნიორობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად — განაღმვითი სამუშაოებიდან გადავედით საკვანძო საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებულ დონეზე.

ეს ნიშნავს ენერგოინფრასტრუქტურის უკეთ დაცვას. მომავალ წელს რუმინეთი ბუნებრივი აირის წარმოებას 80%-ით გაზრდის შავი ზღვის რეზერვების ხარჯზე. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალქვეშა ინფრასტრუქტურა — კაბელები და დაკავშირებადობა. ბულგარეთთან ერთად, ვითხოვთ ევროპულ დაფინანსებას სტრატეგიული პროექტებისთვის შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელების გასაძლიერებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ბალტიისპირეთისა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა საზღვაო უსაფრთხოების, კომერციული ნაკადების გამტარობისა და უკეთესი საერთაშორისო კოორდინაციის კუთხით“, — განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ.

შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს ჩართულობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

„საკვანძო ინფრასტრუქტურისა და შავ ზღვაზე წვდომის თვალსაზრისით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას. შესაბამისად, ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, სჭირდება ჯანსაღი დემოკრატია და ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

Good morning, a full day ahead. I’m going to start with what’s most important for Romania. (10:00:25) We have a point on the agenda at Romania and other countries request on the Black Sea.
This is very (10:00:31) important because we’re evaluating the implementation of the strategic approach of (10:00:35) the European Union to the Black Sea and we do have a flagship project that we want to focus on. (10:00:40) It’s the maritime security EU hub at the Black Sea. Romania together with Bulgaria have put forward (10:00:47) to the EU institutions and member states the full concept of the maritime security hub (10:00:53) with clear objectives to increase situational awareness because we need to understand the data (10:01:00) of the Black Sea in an integrated manner.
The common capacity to prevent hybrid threats as (10:01:07) we have seen especially as the number of drones in the Black Sea has increased. But also to be (10:01:13) able to have this bilateral security hub, have a platform for regional inputs and coordination (10:01:20) especially with Turkey, with EU institutions and to make it complementary with the efforts we have (10:01:27) within NATO as well. As we come from the NATO summit, an announcement that is relevant and has (10:01:34) been made at the NATO summit by the presidents and the ministers of defense is that we have (10:01:39) increased our partnership at the Black Sea together with Bulgaria and Turkey from demining (10:01:44) to an increased level on protecting key infrastructure, key maritime infrastructure.
(10:01:51) That means a better protection for the energy infrastructure. As you know, Romania will (10:01:56) increase by 80% the natural gas production next year based on the Black Sea reserves but also (10:02:02) critical undersea maritime infrastructure especially in terms of cables and connectivity. (10:02:09) Again, together with Bulgaria we’re applying for European funding for key strategic projects to (10:02:14) increase the undersea cables on the Black Sea.
And one point important in the conversation here today (10:02:20) and the conversation we had throughout the year is to increase the know-how exchange between the (10:02:26) Baltic states and the states at the Black Sea in terms of maritime security, allowing for commercial (10:02:32) flow, situational analysis and better international coordination. On Ukraine’s point on the agenda, (10:02:39) we start today with a breakfast especially on Ukrainian civilian prisoners. Romania has been (10:02:45) among the first countries at the leaders level to support that efforts towards the council and in (10:02:52) partnership with Ukraine to make sure civilians are freed and especially the return of the Ukrainian (10:02:58) children to their family.
This is an effort Romania is actively engaged in. On the Middle East, (10:03:05) we’re meeting our partners from the Gulf. Of course, this is a moment to reiterate the reopening (10:03:11) of the Strait of Hormuz.
That’s something essential under international law and we are partners in the (10:03:17) diplomatic efforts to reach that. One news to be said on the sanction package. Of course, we do (10:03:24) want to increase pressure on those that have malign interferences, on those that contribute (10:03:31) to the increased insecurity in the region.
On Romania’s side, this is the first time Romania (10:03:38) has put forward a list of six individuals and entities in the sanction package for approval (10:03:45) of the other member states on the cyber attacks regime. Specifically, entities that have targeted (10:03:53) our key IT infrastructure, our key websites and we have worked throughout the last months together (10:04:00) with our national directorate on cyber security and this is the first time we put forward the (10:04:06) list on the sanction package. We have seen an increased level in cyber attacks and we believe (10:04:12) this is something that will continue.
Romania, Bulgaria and Ukraine, we have together what is (10:04:18) called in the Odessa triangle a trilateral agreement on cyber security to be able to (10:04:23) exchange data but also be better on how we prevent and how we make sure we protect our (10:04:29) key infrastructure. Thank you. Have a good day.
On Ukraine, please. I have two quick questions (10:04:35) about Rosatom. Rosatom is now completing the construction of two nuclear power plants over (10:04:40) the NATO countries.
I mean Turkey and Hungary. What do we expect from the 21st package of (10:04:49) sanctions regarding Rosatom? And the second question, Ukraine is now resetting its (10:04:53) government. What do you expect from a new government? Thank you.
I have worked very well (10:04:59) with the previous government, with Julia as well, with the ministers in the government. We have (10:05:03) actually managed to increase the connections in terms of infrastructure, especially on the (10:05:08) energy and we believe this to be important, especially as the winter is coming. With the (10:05:16) help of the government, we have increased our partnership at the strategic level in May.
So, (10:05:22) I have to say again positive feedback for Ukrainian government. We are looking forward (10:05:27) to continue working with the politicians that have been part of the government and the new (10:05:32) assigned ministers as soon as possible. In terms of the nuclear energy, Romania has the vice (10:05:38) governor role at the International Association on Atomic Energy and that’s a platform where we’re (10:05:44) also supporting the monitoring that is needed to make sure that what is happening, especially on (10:05:50) Ukrainian territory, is going to come back to Ukrainian property and also make sure that the (10:05:57) risks in terms of nuclear are decreased.
On the 21st package of sanctions, the full list of sanctions (10:06:04) has been discussed throughout the days and we’re going to have a dedicated conversation here in the (10:06:10) meeting. Minister of Security, how do you see to take in account Georgian Dream’s policy regarding (10:06:19) European Union, Georgians’ involvement or Georgians’ connections with this strategy? It’s very (10:06:27) interesting and important for us. Thank you.
As you know, in terms of key infrastructure, in terms of (10:06:33) access to the Black Sea, for Romania it is very important that we continue the relationship we (10:06:39) have with partners in the region. Of course, that means we’re also supporting the European (10:06:43) path for Georgian citizens and therefore our messages are clear on the fact that the country (10:06:48) that wants to join the European Union needs to have a healthy democracy and steps need to be (10:06:54) taken in that direction. Minister, can I ask a quick question on the Strait of Hormuz? You mentioned (10:06:59) international law when you talked about the Strait of Hormuz, but can I ask you what is (10:07:03) Romania’s position in relation to the legality of the initial strikes by the US and Israel (10:07:09) against Iran? Do you have a position on that in terms of international law? Thank you.
Here, (10:07:13) Romania is a contributor at UN and also always has respected the decisions of international courts (10:07:19) and that is our general position on every of the conflicts. On your high representative to (10:07:23) South Romania for sanctions package, can you tell us more what kind of sanctions will be adopted (10:07:35) today? Yes, thank you. It is the longest list of listings that has been adopted in the last (10:07:41) four years.
It is focused on the business environment and those that generate profit (10:07:47) from illegal activities connected to financing the war. It has individuals and also entities, (10:07:53) but the high representative is going to have a dedicated statement on that. Thank you so much, (10:07:57) have a good day.

კაია კალასი: „დილა მშვიდობისა ყველას. წინ გვაქვს საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) დისკუსიებით დატვირთული დღე. პირველ რიგში, ვიწყებთ უკრაინით და სამოქალაქო ტყვეებით. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სამხედრო ტყვეებზე, ასევე გატაცებულ ბავშვებზე, მაგრამ რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო პირებიც არიან დაკავებულნი. ესენი არიან მასწავლებლები, ჟურნალისტები. აქ არიან უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ვფიქრობთ პლატფორმის გაშვებაზე, რათა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები ამ ადამიანების გასათავისუფლებლად და მივიღოთ საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ. ასეთ პირებზე ინფორმაციის მოპოვება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, ბავშვებზე.
შემდეგ გადავალთ უკრაინის საკითხის განხილვაზე. დღეს ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით 250 პირის დასანქცირებაზე (სიაში შეყვანაზე), ასევე ვმუშაობთ სანქციების 21-ე პაკეტზე, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ გვაქვს. ეს არის დასანქცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია. ეს ასევე არის რეაქცია იმ თავდასხმებზე, რომლებიც რუსეთმა ბოლო დროს სამოქალაქო პირებზე განახორციელა.
შემდეგ გვექნება დისკუსია შავი ზღვის სტრატეგიაზე. იქ უკვე მზად გვაქვს საზღვაო ჰაბი, ბულგარეთი და რუმინეთი ერთად მუშაობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ამ რეგიონში არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ასევე ვაპირებთ შევთანხმდეთ სომხეთისთვის ახალ საპარტნიორო მისიაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან და ინფორმაციით მანიპულირებასთან (FIMI) საბრძოლველად, რასაც ისინი იქ აწყდებიან.
შემდეგ გვექნება დისკუსია ახლო აღმოსავლეთზე. ასევე გვაქვს სადილი ყურის ქვეყნების პარტნიორებთან ყურის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ყველასთვის პრიორიტეტული თემაა. ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) არსებობს, მაგრამ ის რეალურად არ მუშაობს და ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა გზავნილები გავგზავნოთ — რომ ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას და ნავიგაციის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. იქ ნავიგაციისთვის არანაირი გადასახადი არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, გვექნება შიდა დისკუსია ახლო აღმოსავლეთზე, სადაც მაგიდაზე გვიდევს კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სხვადასხვა ვარიანტებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება დისკუსია და ექნებათ თუ არა წევრ ქვეყნებს სურვილი, უფრო კონკრეტული ზომები მიიღონ.
სხვა თემები, რომლებსაც განვიხილავთ: დასავლეთ ბალკანეთი, განსაკუთრებით ბოსნია-ჰერცეგოვინა, ახალი უმაღლესი წარმომადგენელი და მასთან დაკავშირებული პროცესი. ასევე ის, რაც ხდება სუდანში. ეს არ უნდა დავივიწყოთ და მკაფიო გზავნილები უნდა გავუგზავნოთ მათ, ვინც იქ მედიატორობს ან პროცესებში ერევა, რადგან არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ის, რაც იქ ხდება.
დიახ, გვაქვს 250 სუბიექტის სია. ესენი არიან სხვადასხვა ადამიანები, ინდივიდები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ეს ვრცელი სიაა და, იმედი მაქვს, დღეს მას დავამტკიცებთ. რაც შეეხება 21-ე პაკეტს, იქ ჯერ კიდევ არის ღია კითხვები, მაგრამ ვმუშაობთ შეთანხმებაზე.
რაც შეეხება ყურის ქვეყნებს, მათაც სურთ, რომ ეს პროცესი სწორი მიმართულებით წავიდეს. ევროკავშირს აქვს დიდი გამოცდილება, მაგალითად, ბირთვულ საკითხებში. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ექსპერტიზა და ჩვენი ხალხი, რომლებიც შეიძლება იყვნენ მომლაპარაკებლები. ასევე, სხვა თემებზე, როგორიცაა „პროქსი“ (მარიონეტული) ძალების საკითხი, ჩვენ და ყურის ქვეყნებს საერთო ინტერესები გვაქვს. ჩვენ განვიხილავთ, როგორ ვიყოთ იმ მაგიდასთან, რათა ჩვენი ხმა ისმოდეს, რადგან ყურის ქვეყნები ირანის სიახლოვეს ცხოვრობენ და ყველა ეს საფრთხე მათზე ახდენს გავლენას, ისევე როგორც ჩვენზე.
ჩემი პერსონალური არჩევანი არ არის მნიშვნელოვანი, მე ვცდილობ 27 ქვეყანას შორის საერთო ენა ვიპოვო. წევრი ქვეყნებისგან ბევრი მოთხოვნა იყო უკანონო დასახლებებთან ვაჭრობის აკრძალვაზე. ვნახოთ, იქნება თუ არა ძლიერი ზეწოლა ამ ზომებზე და შეიცვლიან თუ არა ზოგიერთები აზრს, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ვითარება დასავლეთ სანაპიროზე მართლაც გაუსაძლისია. ასევე ცხადია, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ „ორი სახელმწიფოს პრინციპით“ კონფლიქტის გადაჭრას. ის, რაც ახლა ხდება დასავლეთ სანაპიროზე, ამ გადაწყვეტილებას სულ უფრო შეუძლებელს ხდის.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრ სვირიდენკოს გადადგომას — მთავრობის ფორმირება ყველას შიდაპოლიტიკური საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს თანამოსაუბრეები და გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, რადგან გვსურს, წინ წავწიოთ გაფართოების დღის წესრიგი. ამიტომ უნდა ვხედავდეთ, რომ უკრაინა თავის მხრივ ატარებს რეფორმებს, ჩვენ კი ვიმუშავებთ მათთან, ვისაც ხალხი ან მთავრობა დანიშნავს.
ირანი ამბობს, რომ არ დაუშვებს არანაირ გარე ჩარევას ჰორმუზის სრუტეში. ამიტომ, ჯერ საჭიროა შეთანხმება, რომელიც იმუშავებს. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ოპერაცია „ასპიდუსს“, რომელიც უკვე არსებობს და ფუნქციონირებს. წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ ოპერაცია „ასპიდუსი“ დარჩეს წითელ ზღვაში, რადგან იქაც საფრთხის ქვეშაა ნავიგაციის თავისუფლება. კითხვა, თუ როგორ ავამუშაოთ ეს პროცესი, როდესაც ირანი არ გვეთანხმება, დიდი საკითხია, რომელიც მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას და ჩვენ ჩვენს დახმარებას ვთავაზობთ.
სირიის ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩვენი გზავნილები ისეთივეა, როგორიც ყურის ქვეყნებთან. უკიდურესად მნიშვნელოვანია მმართველობის ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენ შევთავაზეთ დახმარება ინსტიტუტების მშენებლობასა და კონსტიტუციის შემუშავებაში, რომელიც სირიაში არსებულ ყველა ჯგუფს მოიცავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სირიის სტაბილურობა, რათა არ მოხდეს კონფლიქტის გავრცელება. აქამდე სირიამ მოახერხა ამ კონფლიქტის მიღმა დარჩენა და მნიშვნელოვანია, რომ ასე გაგრძელდეს.
თქვენ მკითხეთ საქართველოსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის წინააღმდეგ.

„შავი ზღვის სტრატეგია გასული წლიდან გვაქვს და ახლა მის იმპლემენტაციას განვიხილავთ. შავი ზღვის გარშემო არსებული ქვეყნები სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენც გვიჭირს საქართველოსთან… მთავრობასთან რეალურად არ გვაქვს კავშირი და არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს და გვქონდა მსჯელობა, როგორ გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე.

სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის სტრატეგიის მიმდინარეობასთან და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებულ წინადადებებს განიხილავენ.

რაც შეეხება ვაჭრობას და გადაწყვეტილების მიღების წესს — მე თავად იურისტი ვარ და არსებობს გამოთქმა: სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრიაო. არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი მოსაზრება. საბჭოს იურიდიული სამსახური ამბობს, რომ ამისთვის გვჭირდება ხმების კვალიფიციური უმრავლესობა (QMV), რადგან ეს სავაჭრო საკითხია.
ერაყი ასევე ჩვენი დიდი საზრუნავია, იმის გათვალისწინებით, რაც ირანსა და ჰორმუზის სრუტეში ხდება. ერაყის მთავრობის შემოსავლები ქვეყანაში სერვისების უზრუნველსაყოფად რეალურად მოდის ჰორმუზის სრუტის გავლით, ნავთობის ექსპორტიდან. თუ ერაყში სერვისების მიწოდება ვერ მოხერხდება, არსებობს შიდა შეტაკებების და კონფლიქტების რისკი. ამიტომ ვართ კონტაქტზე ერაყის ოფიციალურ პირებთან.
ომის დასასრულს არავის სურს აიღოს ის მოკლევადიანი ტვირთი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის დასანქცირებას ახლავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს მივიღეთ 250 სხვადასხვა სახელი, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა, რასაც ნამდვილად აქვს ეფექტი. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში განსხვავებული აზრები გვაქვს და ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შორს გრძნობენ ისინი თავს ომისგან. აქ საუბარი არ არის გეოგრაფიულ მანძილზე. მართებული იქნებოდა, ნებისმიერი პირი, ვინც მხარი დაუჭირა ამ ომს ან მონაწილეობდა მასში, იყოს სიაში, რადგან ეს ომი უკვე არის ევროპის წინააღმდეგ. მუშაობა გრძელდება, ეს ნამდვილად არ არის ბოლო სიტყვა. ვფიქრობ, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები სიცხადეს შეიტანს და დაგვანახებს, რომ კვლავაც ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. გმადლობთ.“

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დიალოგს აუცილებლად მიიჩნევს.

„მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ [ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად]. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მაგრამ თუ არ ვესაუბრებით, ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ გვევალება მათი სწავლება, თუმცა მათ იციან წესები და იციან, რა მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს ეს წესები და კანონები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს რაიმე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ. გადაწყვეტილება კი ქართველებმა უნდა მიიღონ. მათ არჩევნებში გაიმარჯვეს. მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ თუ ქართველებთან არ ვილაპარაკებთ, გამოსავალს ვერასდროს ვიპოვით“, — განაცხადა ბეტელმა.

„ევროსკოპის“ კითხვის პასუხად, თუ რა შთაბეჭდილება აქვს „ქართული ოცნების“ მზაობაზე, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას, ბეტელი პასუხობს:

„ზოგჯერ — კარგი, ზოგჯერ — ცუდი“.

They know exactly what to do. It’s their decision. But if we don’t speak to them, we cannot change. We don’t have to teach them, but they know the rules. And they know which direction the rule has to be, which direction the laws have to go. We don’t have to impose. We have to propose. And the Georgians have to decide. They won the elections, if we like it or not, that’s a fact. But if we don’t speak to the Georgians, we will never be able to find a solution.

Sometimes good, sometimes bad.

სრულად წაკითხვა