ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერი გახსნა

1 week ago 35

ბრიუსელში ევროკავშირ-უკრაინის სამთავრობოთაშორისი კონფერენცია გაიმართა და ოფიციალურად გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები მორიგი, მე-6 კლასტერის მიხედვით.

დღესვე, გაიმართება სამთავრობოთაშორისი კონფერენცია მოლდოვასთან.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი ბლოკი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები პირველი კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. ევროკომისია აცხადებს, რომ ტექნიკურად ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა გადაწყვეტილება 27-ვე წევრის სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.

ამ დროისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამატებით მხოლოდ ერთი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდნენ, დარჩენილი კლასტერების გახსნის საკითხი კი შემოდგომაზე დადგება დღის წესრიგში.

მე-6 კლასტერი, რომელიც ახლა იხსნება, საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.

სრულად წაკითხვა