ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელ Facebook-ში სომხური გარგარისგან მომზადებული მურაბის შესახებ პოსტს აქვეყნებს, სადაც სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერაზე საუბრობს.
„ეს არის მურაბა, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე. გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომლებიც სომხეთში მიმდინარეობს. გასულ თვეს ჩატარებულ არჩევნებში სომეხ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარტიებს, რომლებსაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა სურთ. რუსეთი ცდილობდა, არჩევნებზე გავლენა მოეხდინა სომხური ხილისა და ყვავილების იმპორტის შეზღუდვით. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა სომხეთს ხელი შეუწყო და საკუთარი ბაზარი ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გახსნა,“ – წერს კოსი.
მისი თქმით, გასულ კვირას სომხეთში ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში დიდი კალათა სომხური გარგარი ჩაიტანა.
„გარგარის დიდი ნაწილი მეგობრებს ვაჩუქე, დანარჩენისგან კი მურაბა მოვამზადე. ერთმა მეგობარმა ქილებს შეხედა და თქვა: „ეს თავისუფლების ქილებია“. ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი ნათქვამია,“ – აღნიშნავს ევროკომისარი.
პოსტის ბოლოს მარტა კოსი მოქალაქეებს მოუწოდებს, სუპერმარკეტებში ყურადღება მიაქციონ სომხურ გარგარს, ქლიავსა და ალუბალს.
„ეს არის შესაძლებლობა, მცირე საქმით დაეხმაროთ სომეხ ფერმერებს და მხარი დაუჭიროთ მათი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს,“ – წერს ის.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·