ევროკომისიამ გაასაჯაროვა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციათა 22-ე პაკეტისთვის. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, იგეგმება SWIFT-ის სისტემისგან რუსეთის 60-მდე ბანკის გამოთიშვა.
დამატებითი შეზღუდვები უნდა შეეხოს კრიპტოვალუტის პლატფორმებს და სხვა საგადასახადო ქსელებს - რუსეთში, და ასევე მესამე ქვეყნებში, თუკი ისინი სანქციებისთვის თავის არიდებას უწყობენ ხელს.
პროექტი მოიცავს ინიციატივას ევროპის კომპანიებს აეკრძალოთ რუსეთის დახმარება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მის მომსახურებაში და რემონტში - კერძოდ, საქმე ეხება ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს.
სტაციონარულ ნუსხას უნდა დაემატოს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 70 ხომალდი.
კიდევ ერთი ზომაა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვა უკრაინაში რუსეთის ომის ყოფილი მონაწილეებისთვის.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის გუნდების და ათლეტების რუსეთის დროშით მონაწილეობაზე ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე გამართულ შეჯიბრებებში, ასევე რუსეთის ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენებაზე.
ლაპარაკია ასევე რუსეთის სპონსორების მხრიდან ევროპული სპორტული და კულტურული გაერთიანებების დაფინანსების შეზღუდვაზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობის აკრძალვაზე.
ევროკომისია ასევე აპირებს ევროპელებს აუკრძალოს რუსეთის კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება.
radiotavisupleba ახალი ამბები