წაკითხვა: 41
თაკო ჩარკვიანის პოზიცია სუროგაციის აკრძალვაზე:
“საოცრებას ვისმენ!! ანუ სუროგოციას ბევრი კრიმინალური მხარე მოჰყვება და ვერ ვაკონტროლებთო, აი ამას ვისმენ დღეს მთელი დღეა. ესეიგი, თუ რეგულაციის უნარი და მართვის უნარი არ შესწევს ხელისუფლებას, ამიტომ გამოსავალი აკრძალვის გზაა?!
იფ რა “მაგარია”! მაგ ლოგიკით, ზოგადად ადამიანის “მოქმედებას” -ადამის მოდგმას, ხშირად მრავალი კრიმინალური მხარე დაჰყვება ოდითგანვე …… მაგრამ ცივილიზაციით, სახელმწიფოების განვითარებით , კანონი და სამართალი არეგულირებს ხომ ასეა ?!
ანუ რას ვისმენთ დღეს, რომ ხელისუფლების უუნარობის გამო ამდენი ოჯახი ,რომელიც საკუთარ შვილს ნატრობს უკრძალავ ამ ბედნიერებას?!
გასაგებია, რომ უთუოდ სირთულეები ახლავს სუროგაციას, ალბათ ასეა, მაგრამ არსებობს დაცვის მექანიზმი, რისი რეგულირებაც სახელმწიფოს შეუძლია, ვალდებულია და კეთილი ინებონ და იშრომონ ამისთვის, დაიცვან, დაარეგულირონ დაცვის მექანიზმით. აკრძალვა არ არის გამოსავალი, არც სასარგებლოა ქვეყნის დემოგრაფიისთვის, დაე დაიბადოს, ბევრი მოევლინოს ამ ქვეყანას!”- წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები