„ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენლები გელათში ავიდნენ

1 month ago 18

ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, რომ გელათის სახურავი - მათ შორის დროებითი გადახურვის ქვეშაც - თოვლითაა დაფარული.

2024 წელს გელათის რეაბილიტაციის მიზნით, ტაძრის სახურავის ნაწილი დამატებით, დროებითი კონსტრუქციით გადაიხურა.

საკურთხევლის თავზე სახურავი, იქ სადაც ღვთისმშობლის მოზაიკაა, 2020 წელს თუნუქის ფენილით იყო გადახურული. შარშან, ეს ფენილი გელათის რესტავრაციის კომიტეტმა მოხსნა. ახალი გადახურვა გააკეთა. მაშინ ჩვენი პოზიცია ასეთი იყო, რომ ეს გელათს ნალექისგან ვერ დაიცავდა. ვავრცელებდით ფაქტებს, რომ ტენტის შიგნით აღწევდა წვიმა. ახლა არა თუ აღწევს, მთლიანად თოვლითაა დაფარული და დაზიანების რისკი მაღალია. გადახურვა ნორმალური რომ იყოს, სახურავზე თოვლის მაგივრად კრამიტი უნდა ჩანდეს“, - უთხრა თორნიკე ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გელათის რესტავრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) უარყოფს, რომ გელათი საფრთხის ქვეშაა.

„თქეში წვიმები, ქარი და დაზიანებულის სახურავი რომ იყო მაშინ ჩადიოდა წყალი. ახლა გადაფარებულია, გუმბათსქვედა სტრუქტურა მთლიანად გადახურვის ქვეშაა მოქცეული. იქიდან შეუძლებელია წყალი ჩავიდეს. დღესაც მუშაობენ იქ გოგოები მხატვრობის კონსერვაციაზე და მსგავსი რამე რომ მომხდარიყო, მეტყოდნენ“, - ამბობს არქიმანდრიტი.

გელათის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ის 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები.

სრულად წაკითხვა