პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრინველის ხორცის შეტანის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
„ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. შეთანხმებას ხელი 2023 წლის ივლისში მოეწერა.
- ამავე პარტიის მმართველობის დროს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა - ეს გადაწყვეტილება (2024 წლის 30 ნოემბერი) დროში დაემთხვა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომლის მონაწილეებსაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციებზე იძალადეს ჟურნალისტებზეც - დაკავებული ამ დრომდე არ არის არცერთი პოლიციელი.