ერევანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დაიწყო

1 week ago 10

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 28 აპრილს, მეორე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საზღვარგარეთ - სომხეთის რესპუბლიკაში.

ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.

როგორც ყაველაშვილი ფეისბუკზე წერს, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს შემდეგ პირებთან:

  • სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან;
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ლიდერთაგან, რომელმაც ყაველაშვილს გაპრეზიდენტება საჯაროდ მიულოცა;
  • სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.

გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.

ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;
  • დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
  • ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
სრულად წაკითხვა