“ერთ-ერთს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია… სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი” – ხონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

1 day ago 6

ხონ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გით დას­რულ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის სა­ჭეს­თან არას­რულ­წლო­ვა­ნი იჯდა დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და და ხონი მარ­ტვი­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ხი­დი­დან გა­და­ვარ­და.

  • სა­უ­ბე­დუ­როდ, ად­გილ­ზე და­ღუ­პუ­ლია 3 არას­რულ­წლო­ვა­ნი, 2 – კი მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლია და კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ყვე­ლა შეძ­რა ამ სა­ში­ნელ­მა ტრა­გე­დი­ამ.

“სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი, ყვე­ლა­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი რო­გორც ვიცი. თურ­მე ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს ბა­ბუ­ას მან­ქა­ნა უნე­ბარ­თვოდ წა­უყ­ვა­ნია, ის იჯდა სა­ჭეს­თან და მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი. ცხე­ნის­წყლის ხი­დი­დან არი­ან გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ ძა­ლი­ან დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და მან­ქა­ნაო, ეტყო­ბა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და გა­და­ვარ­დნენ ხი­დი­დან.

სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი, ორი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს ისი­ნი. რო­გორ შე­ვი­ტყვე, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი არ აქვთ და ექი­მე­ბი მათი გა­დარ­ჩე­ნის იმედს იძ­ლე­ვი­ან. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ გა­ნი­ცა­დო ადა­მი­ან­მა ასე­თი დიდი ტრა­გე­დია. ერთი გარ­დაც­ვლი­ლი, გვა­რად პირ­ვე­ლია, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან, მე­ო­რე ბიჭი არის გვა­რად წვე­რა­ვა, მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლის გვა­რი არ ვიცი სამ­წუ­ხა­როდ. ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ დიდ ტრა­გე­დი­ას”- ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

The post “ერთ-ერთს ბაბუას მანქანა უნებართვოდ წაუყვანია… სამი არასრულწლოვანი ადგილზეა გარდაცვლილი” – ხონში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა