20 ნოემბერს, საღამოს, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განახორციელა დარტყმები. გავრცელდა ცნობა 20 წლის ქალის დაღუპვაზე, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და საგანგებო ვითარებების სამსახურის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 7 წლის ბიჭი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.
ქალაქის მთავრობა წერს, რომ რუსეთის ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ქალაქის ცენტრში მდებარე პოპულარული რესტორნის პარკინგს. შემდეგ, როცა პირველი დარტყმის ადგილას მაშველებმა დაიწყეს მუშაობა, რუსეთის არმიამ დრონებით კიდევ ორი იერიში განახორციელა.
radiotavisupleba ახალი ამბები