ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს მტვრიდან ამოტანილ ავტომობილში

1 month ago 27

დასრულდა მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ამოტანის სამუშაოები. როგორც რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში ავტომობილში ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.

დღეს, 4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

სამძებრო სამუშაოები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სრულად წაკითხვა