ერთი დორტმუნდია - გიორგი მიქაუტაძე 2 გერმანულ კლუბს სურს!

1 week ago 6

ბოლო დღეებში ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი მიქაუტაძის დამატებას გალათასარაი შეეცდება, თუმცა თავად ფეხბურთელს თურქეთში წასვლის სურვილი არსად გამოუთქვამს.

ლიონის პოზიცია შემდეგია, - გაყიდონ ფეხბურთელი და ფინანსური პრობლემები ოდნავ მაინც დაასტაბილურონ. ყოველ შემთხვევაში, ეს ისაა, რასაც უცხოური მედია წერს.

სულ ახლახანს გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ქართველის დამატებას ორი სუპერშემტევი გერმანული კლუბი შეეცდება, ესენია: დორტმუნდის ბორუსია და ბაიერ ლევერკუზენი.

თუ ლიონი უპირატესობას მართლაც ტრანსფერს მიანიჭებს, სავარაუდოდ, გიორგი გადასვლას არა თურქეთში, არამედ ბუნდესლიგაში მოითხოვს.

სრულად წაკითხვა