“ერთობის ჯაჭვი” საქართველოში

14 hours ago 2

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ცოცხალ “ერთობის ჯაჭვს” მართავენ, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.

„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

 "რადიო თავისუფლება"

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ერთობის ჯაჭვს" შეუერთდა. ფოტო: "რადიო თავისუფლება"

პროტესტის ეს მარში 28 დეკემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე იმართება.

საპროტესტო აქციების მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

საპროტესტო ჯაჭვს ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

სრულად წაკითხვა