‘შავი ლომის’ მიერ ჩელენჯ თასის პირველ ტურში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო პრესა ეხმაურება.
"ეს იყო მცირე შოკი, რადგან ქართულმა ‘შავმა ლომმა’ პირველად მოახერხა ტოპ 14-ის გუნდის, კერძოდ კი ‘ვანის’ დამარცხება (22:19). მატჩის გმირი ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც გუნდს კარში დარტყმებით 17 ქულა შესძინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა
ეს იყო ქართველების მეორე გამარჯვება ჩელენჯ თასზე. ისინი ტურნირში შარშან ჩაერთვნენ, პირველივე სეზონში ‘სქარლეთსი’ დაამარცხეს და ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყეს
" - წერს rugbypass-ი.