“ეს რომ ვნახე ვიტირე…” თამარ საგინაშვილი “სახალხო პროექტის” ვიდეორენდერს გვიზიარებს

3 weeks ago 27

ეს რომ ვნახე, ვიტირე.😓😓

თუ არ გჯერათ, თათას კითხეთ – თვალებდასიებულმა დავურეკე.

ბექას მონდომება რომ არა, დღეს ეს არ გვექნებოდა❤️❤️🙏🙏

მოკლედ, დღეს თათა ჩემი გვერდის გმირია.

ეს ვიდეორენდერიც მის არქიტექტურულ სახელოსნოში შეიქმნა

T-project Company / თიპროჯექტი არქიტექტურული კომპანია

თათას აქტიური.მონაწილეობით.

მომწონს – ცოტაა.

ძალიან მომწონს.

ძეგლის იდეა და პროექტი დათო ბაშარულს ეკუთვნის. მე ზოგადად ვსაუბრობდი ძეგლზე, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ესკიზი რომ ვნახე, მივხვდი, ეს სწორედ ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო.

“ჩაკრულოს” კოსმოსში მოგზაურობის ისტორიისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლის და მამას უნიკალური ფოტომასალისთვის საგამოფენო სივრცის შექმნის იდეა რამდენიმე კვირის წინ გაგიზიარეთ.

ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა.

და აი, ვიზუალი უკვე არის და უფრო ხელშესახებია.

ჩვენ დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ერთი ოჯახის პროექტი. ის ყველას პროექტია და რეგიონსაც ჭირდება და ქვეყანასაც.

ამიტომაც დავარქვით სახალხო პროექტი და შემოგთავაზეთ ამ კარგი საქმის თანამონაწილეობა.

ახლა ვიზუალურადაც ხედავთ, რაზეა საუბარი და ადვილია გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა მასში მონაწილეობა.

და როგორც დაგპირდით, მემორიალის გახსნაზე საჩუქრად მიიღებთ ოქროს დისკის მინიატურულ ასლ- სუვენირს და თქვენი გვარი ჩაიწერება მემორიალის ოქროს წიგნში.

როგორ შემოგვიერთდეთ?

ჩარიცხეთ სასურველი თანხა ფონდის ანგარიშზე.

GE14BG0000000589074089 როსტომ საგინაშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდი

თამარ საგინაშვილი

სრულად წაკითხვა