ახალი კვლევა აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში 30 წუთზე მეტხანს უწყვეტად ჯდომა (ან წოლა) ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მკვლევართა მონაცემებით, უმოძრაოდ გატარებული ყოველი დამატებითი საათი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს დაახლოებით 10%-ით ზრდის.
კვლევა გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი 91 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა, ზუსტად აღერიცხათ ხანგრძლივი უმოძრაობის გავლენა ორგანიზმზე.
თუმცა, კვლევა სასიამოვნო სიახლესაც გვთავაზობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 30-წუთიანი უმოძრაობის პერიოდების თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს ჯანმრთელობის გაურესებასთან დაკავშირებულ რისკებს.
მაგალითად, თუ დღეში 1 საათის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომის პერიოდებს ისეთი ფიზიკური აქტივობით ჩავანაცვლებთ, როგორიცაა სამოსის დაუთოება ან ჭურჭლის რეცხვა, - სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 12%-ით შევამცირებთ.
30 წუთიანი უმოძრაობის საშუალო ტემპით სიარულით ჩანაცვლება ამ რისკს კიდევ 8%-ით ამცირებს. ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი კი ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას აქვს - დღეში სულ რაღაც 5 წუთიანი ინტენსიური ვარჯიშიც კი სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 22%-ით ამცირებს.
წყარო: primetime.ge

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·