საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლე დატოვა. აღნიშნულის თაობაზე მან პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თავისი გეგმების შესახებ აცნობა:
“მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები!
ეს შენობა არავისი არაა. იგი იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა!
საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს! გავალ რეგიონებში… წავალ უცხოეთში დავბრუნდები ექედან…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება