“დიალოგის მოსპობა ნიშნავს პრობლემის გადაჭრას პრინციპით – ძალა აღმართს ხნავს” – ზაალ ანჯაფარიძე

3 days ago 4

თბილისში, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

თბილისის ამ ბოლო ცნობილი მოვლენების დროს, ძალადობა იყო ორივე მხრიდან. ეხლა აქ აზრი არ აქვს ღრმა წიაღსვლებს, თუ ვისი ძალადობა იყო ლეგიტიმური და ვისი არა. მე ჩემი აზრი მაქვს ამაზე, რაც არაერთხელ გამოვხატე, სხვებს თავისი- სრულიად საპირისპირო.

ყველაზე დიდი პრობლემა, თუ უფრო დიდ სურათს შევხედავთ, რაც ამ ორმხრივმა ძალადობამ წარმოშვა, არის ნდობის საშინელი დეფიციტი, ქართულ საზოგადოებაში კი კიდევ უფრო აღმატებულ ხარისხში აყვანილი!

ნდობის მწვავე დეფიციტმა რა გამოიწვია? სწორია! უკიდურესად დაავიწროვა ან უკვე შეიძლება ითქვას, რომ მოსპო დიალოგის სივრცე. დიალოგის მოსპობა კი ნიშნავს პრობლემის გადაჭრას პრინციპით – ძალა აღმართს ხნავს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა