2025: ახალი წელი საინტერესო ფაქტებში

2 days ago 3

2025 წელი…

არანაკიანი წელი.

ამ წლის ციფრების ჯამი უდრის 9-ს. ეს რიცხვი მიზანდასახულობის, სულიერი სიმტკიცისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით გველის წელია.

ახალი წლის იანვარში აღნიშვნა მოდის ძველი რომიდან. წლის დასაწყისად 1 იანვარს ჯერ კიდევ ძველი წელთააღრიცხვის მე-2 საუკუნის შუა წლებში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო ძვ.წ.ა. 45 წლიდან ეს თარიღი ახალი წლის დასაწყისად ოფიციალურად იქნა შემოღებული იულიუს კეისრის მიერ. თუმცა ევროპაში, მასობრივად, 1 იანვრის აღნიშვნა ახალი წლის დასაწყისად მხოლოდ მე-16 საუკუნეში დაიწყეს და ეტაპობრივად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ხოლო XVII საუკუნიდან, კერძოდ 1622 წლიდან, რომის პაპის კანცელარიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დასაწყისად 1 იანვარი დადგინდა.

განსხვავებული წყაროების მიხედვით, საქართველოში ახალი წლის დადგომა სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა – აგვისტოში, სექტემბერში, მარტში, ხოლო მე-14 საუკუნიდან აღინიშნება 1 იანვარს.

საახალწლო განწყობის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაძვის ხე, რომელიც სხვადასხვა სათამაშოებითა და ნათურებით განსაკუთრებულ სილამაზეს მატებენ მას და სიხარულს – გარშემომყოფთათვის. ასევე, გადმოცემის თანახმად, საახალწლი/საშობაო ნაძვისხის ტრადიცია გერმანიიდან მოდის ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან, რაც შემდეგ მთელს ევროპასა და მსოფლიოში გავრცელდა.

სააგენტო “პარალელი” გილოცავთ ახალ წელს!!!

სრულად წაკითხვა