“ესენი პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან ყველას“ - ლეო ანთიძე დოის მოხსნას ეხმაურება

1 day ago 8

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი.

და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა­ზე აზრი ambebi.ge-ს მსახიობმა, ლეო ან­თა­ძემ, გაუზიარა:

"ახ­ლა­ხან მი­თხრეს ეს ამ­ბა­ვი, რო­გორც გა­ვი­გე, თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რია აღ­შფო­თე­ბუ­ლი და მეც მათ ვუ­ერ­თდე­ბი. და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის რან­გის რე­ჟი­სო­რებს ქუ­ჩა­ში კი ვერ მო­ნა­ხავ! თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია მისი მსგავ­სი ხე­ლო­ვა­ნი, ბრწყინ­ვა­ლე რე­ჟი­სო­რია! მისი მოხ­სნა ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა, მაგ­რამ ესე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ებ­რძვი­ან ყვე­ლას, ვინც კი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არის ამ მთავ­რო­ბის მი­მართ.

და­ვით დო­ი­აშ­ვილ­თან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში რომ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, მან დად­გა სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ­დი. და­უ­ვი­წყა­რია ჩემ­თვის ის პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მა­გონ­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­წყე­ნია ასე­თი ნი­ჭი­ე­რი კაცი რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ ვიცი, მეტი რა გი­თხრათ, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი ძა­ლი­ან დიდი აღ­შფო­თე­ბა..."- ამბობს ლეო ანთიძე.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა