ესპანეთის პოლიციამ დააკავა ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი კაცი. მადრიდის რეგიონში ათასობით ადამიანია ევაკუირებული

1 day ago 14

პარასკევს, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი ავტომობილითა და ნავით უშველა თავს, ესპანეთმა კი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ესპანეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ დააკავეს კაცი, რომელიც სავარაუდოდ მადრიდის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მანქანის გამოყენებით მასშტაბური ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი, მიუხედავად აკრძალვისა ხანძარსაშიშ პირობებში.

იმავე ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, განაცხადა Guardia Civil-მა X-ზე და აღნიშნა: „(ხანძრის
) გაჩენის მიზეზი იყო მძიმე ტექნიკის გამოყენება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს აკრძალული იყო“.

მადრიდის რეგიონში სულ მცირე 19 ათასი ადამიანი ევაკუირებულია ან სახლში დარჩენის ბრძანება მიეცა რეგიონის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძრების გამო, განაცხადა პარასკევს რეგიონის პრეზიდენტმა, ისაბელ დიას აიუსომ.

აიუსომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესპანეთის დედაქალაქის გარშემო მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 6 000 ჰექტარი დაწვა.

მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომის ფართობის დაწვა სხვა, უფრო სოფლის რეგიონებში „არ ჩაითვლება ასე მნიშვნელოვნად“, მადრიდში „სახლებისა და ადამიანების ასეთი მაღალი კონცენტრაციით, ეს კატასტროფაა“.

აიუსოს თქმით, დაახლოებით 100 ადამიანი მკურნალობს მცირე დაზიანებით, ძირითადად კვამლის შესუნთქვით ან შფოთვითი შეტევებით, ხოლო სულ მცირე 43 სახლი განადგურდა.

„სიტუაცია სრულიად უჩვეულო და
კატასტროფულია“, - თქვა მან და დასძინა, რომ პრიორიტეტი „სიცოცხლის გადარჩენაა“.

მისი თქმით, ხანძრებს 31 სახმელეთო მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის.
ცენტრალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად, მათ შორის მეზობელ კასტილიასა და ლეონის რეგიონში, ავილასთან ახლოს, თითქმის 2 ათასი მეხანძრე, სამხედრო საგანგებო სიტუაციების პერსონალი, სამოქალაქო გვარდიის ოფიცრები და გარემოს დაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

სწრაფად გავრცელებადმა ხანძარმა 10 ათასზე მეტი ადამიანი აიძულა, დაეტოვებინათ სახლები და კემპინგი საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ღამით 10 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა, რადგან სწრაფად გავრცელებადმა ხანძარმა ბორდოს დასავლეთით მინიმუმ 2 400 ჰექტარი მოიცვა, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
საფრანგეთში, ისევე როგრც ესპანეთში ხანძრის ჩაქრობაში ჩართული არიან ევროკავშირის ქვეყნების სამაშველო სამსახურები.

სრულად წაკითხვა