ესპანეთში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

4 hours ago 2

28 აპრილს ენერგოსისტემის კოლაფსს პირინეს ნახევარკუნძულზე მსხვერპლი მოჰყვა. ესპანური მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ტაბუადელაში (ურენსეს პრეფექტურა) ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, მხუთავი გაზით, დენის გენერატორის გაუმართავი მუშაობის გამო – ცოლ-ქმარი (77 და 81 წლისანი) და მათი 56 წლის ვაჟი. ისინი 29 აპრილს, დილით გარდაცვლილები იპოვეს საკუთარ სამსართულიან სახლში. ვარაუდობენ, რომ მათ გენერატორი ჩართეს 81 წლის მამაკაცის გამო, რომელსაც სერიოზული დაავადება აწუხებდა და ყოველდღიურად სჭირდებოდა რესპირატორის გამოყენება. გამომძიებლებმა სარდაფში გენერატორი იპოვეს და ვარაუდობენ, რომ მისი გაუმართავი მუშაობისგან გამოყოფილი მხუთავი გაზი ზედა სართულებზე დაგროვდა, რამაც ტრაგედია გამოიწვია. ნამდვილ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

ქალაქ ალსირაში (ვალენსია) 46 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც თავისსავე სახლში ჟანგბადის აპარატზე იყო მიერთებული, რადგან ელექტროენერგიის გათიშვის გამო აპარატიც გაითიშა.

გარდა ამისა, მადრიდის კარაბანჩელის რაიონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. პირველადი ვერსიით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა სანთელი გამხდარიყო.

კატალონიაში მეხანძრე-მაშველებმა, სულ ცოტა, 9 ადამიანს გაუწიეს დახმარება ელექტროგენერატორების გაუმართავი მუშაობის გამო.

მადრიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის დროს მადრიდში დაშავდა 13 ადამიანი, რომელთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის უპრეცედენტოდ მასშტაბური გათიშვა 29 აპრილს, 12:33 სთ-ზე დაიწყო. ესპანეთში ენერგომიწოდება საფრანგეთიდან და მაროკოდან მიწოდებული ელექტორენერგიის წყალობით აღდგა. ელერგოსისტემისკოლაფსის მიზეზს ჯერ კიდევ იძიებენ. პრემიერტმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ არ იკვეთება ტერორისტული თავდასხმის კვალი. იგი კერძო კომპანიებზე ზეწოლას ახდენს და მოსახლეობას ცვლილებებს ჰპირდება: „ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – აცხადებს სანჩესი.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა