19
ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ საქონლის ხორცში ცხენის ხორცის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა – ინფორმაციას გამოცემა ქართლის ამბები სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, მათი თქმით, სეს-მა ბაღების გაერთიანებას გაუგზავნა
“ქართლის ამბები წერდა, რომ 2026 წლის ივნისში ქარელის მერიამ მოულოდნელად ხორცის ახალი მიმწოდებელი კომპანიის ძებნა დაიწყო. ოფიციალურად მიზეზად კი ცხადდებოდა, რომ მიწოდებული ხორცი ჰიგიენურ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. თუმცა, მალავდნენ, რომ რეალურად საქმე ჰქონდათ ცხენის ხორცთან.
ქარელის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცს აწვდიდა კომპანია „შპს ქართული ხორც-პროდუქტების ფერმერი“. კომპანიის დირექტორი ბესიკ კახიძე ამბობდა, რომ კომპანია გამოუცდელი იყო და პასუხისმგებლობას კომპანიის თანამესაკუთრეს უკავშირებდა: „როგორც ჩანს, იაფად ყიდულობდა სადღაც სოფლებში და იქიდან მოჰქონდა ხორცი. მე ჩემს მეწილეს ვერ ვუკავშირდები.“ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიას ხორცი 2026 წლის ბოლომდე უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 173 000 ლარი იყო. ივნისის მდგომარეობით, კომპანიას ბაღებისთვის 76 673 ლარის ღირებულების ხორცი აქვს მიწოდებული” – წერს გამოცემა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·