WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23 ივნისს დილის 09:00 საათიდან თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.

კერძოდ, მგზავრებს არ იღებს პირველი ხაზი - ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მატარებელს პრობლემა შეექმნა მეტროსადგურ რუსთაველზე, ხოლო სადგურების ასამუშავებლად საჭიროა ეს შემადგენლობა სპეციალურ ჩიხში გადაიყვანონ.

ჩვეულებრივ, დედაქალაქის მეტროპოლიტენი, - რომელიც ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, - მგზავრებს ემსახურება ყოველდღე, 06:00 საათიდან 00:00 საათამდე.