ვატიკანმა არქიტექტორ ანტონიო გაუდის წმინდანად შერაცხვის პროცესი დაიწყო

2 days ago 8

ვატიკანმა ესპანელი არქიტექტორის ანტონი გაუდი წმინდანად შერაცხვის პროცესი დაიწყო მისი "გმირული სათნოებების" აღსანიშნავად.

გაუდი - რომელსაც "ღმერთის არქიტექტორს" უწოდებენ ხოლმე - ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის, საგრადა-ფამილიას დაუმთავრებელი საკათედრო ტაძრის შემქმნელია.

ორშაბათს ვატიკანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კატალონიაში დაბადებული არქიტექტორის "ღირსის" წოდება მიანიჭა.

ეს არის ადრეული ნაბიჯი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანის ოფიციალურად კანონიზაციის გზაზე.

ანტონიო გაუდის, რომელიც ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახლდათ წმინდანად შერაცხვას უკვე ათწლეულებია ითხოვენ.

ბარსელონას არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ხუან ხოსე ომელამ ამ ამბავს "სიხარულის მომგვრელი" უწოდა და თქვა, რომ ”ეს არის არა მხოლოდ მისი არქიტექტურული შემოქმედების აღიარება, არამედ რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი” - იტყობინება სააგენტო AFP.

სრულად წაკითხვა