წაკითხვა: 2
“ვატო შაქარიშვილს, ნანა კაკაბაძეს, გოგა ხაინდრავას და რუსეთის ყველა აგენტს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღასრულა, ვუსურვებ ზუსტად ამ პრობლემებით ცხოვრებას, გისურვებთ თქვენ, თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომ მიხვდეთ, სინამდვილეში რა სიმძიმის შეფერხება გააკეთეთ თქვენ”– ასე პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ორგანიზაცია “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს სარჩელს მთავარ პროკურატურაში, რომლის საფუძველზეც დაყადაღდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, რის გამოც, ვეღარ ხერხდება რამდენიმე მძიმე პაციენტის მკურნალობის გაგრძელება.
“გულით გისურვებთ ამ პრობლემებით ცხოვრებას მე და ათასობით ადამიანი, რომლებსაც ვატო შაქარიშვილის წყევლის მეტი არაფერი მოგვისმენია. ალბათ ახლა ძალიან ბევრი სამართლიანად მეტყვის, რომ ეს არაქრისტიანულია, მაგრამ ამ ადამიანებთან სასაუბრო ენა არის ეს” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა 17 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს