ვაშინგტონი კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების შემსუბუქებაზე მიანიშნებს

1 month ago 14

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა 5 მარტს თქვა, რომ შესაძლოა კანადასა და მექსიკაზე დაწესებულ 25%-იანი ტარიფებზე ამერიკამ გარკვეული გამონაკლისი დაუშვას.

ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ერთი დღით ადრე მეზობელი ქვეყნების იმპორტზე დაწესებული გადასახადების პოლიტიკაში ერთგვარ შერბილებას მოასწავებს.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტარიფების გაზრდამ დააზარალა საფონდო ბირჟა. თუმცა, საფონდო ბირჟებზე ცვლილებების გარდა, ქვეყანაში წუხან, რომ ტარიფები ყოველდღიური საჭიროების და საკვების ფასებს გაზრდის.

კანადა აცხადებს, რომ ის არ არის დაინტერესებული ტარიფების შემცირებით ან სხვა შეღავათებით, არამედ მათ სრულ მოხსნას ითხოვს.

"ბლუმბერგთან" საუბრისას ლუტნიკმა თქვა, რომ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებულ გეგმებს დღეს, ადგილობრივი დროით, შუადღეზე გამოაცხადებს. მისი თქმით, განახლებული გეგმის მიხედვით, შესაძლოა მეტი შეღავათი მიეცეთ ავტომწარმოებლებს, ენერგოსექტორს და სხვა რამდენიმე მიმართულებით მომუშავე სექტორს.

სრულად წაკითხვა