“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია “გირჩი-დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები და ფოიერვერკები.
“ვაცხადებ,რომ გვაქვს პიროტექნიკა, რომლითაც ვებრძვით აგრესიულ პოლიციელებს, კვერცხები, რომლებსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს, პარალონები, პუფები, ლაზერები. არცერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო“ – განაცხადა ხოშტარიამ.