ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო

4 hours ago 5

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ოქმის მის წინააღმდეგ შსს-ში შექმნილმა ახალმა უწყებამ შეადგინა, რომელსაც ოპონენტები ე.წ. “სქროლვა-სქრინვის სამმართველოს” უწოდებენ. ამ სამმართველოს წყალობით არაერთი ადამიანი დაჯარიმდა ფეისბუკზე დაწერილი კომენტარების გამო.

“ვხარხარებ” – ასე გამოეხმაურა სანაია ამ გადაწყვეტილებას. მანამდე გაკეთებულ კომენტარში ის ამბობს, რომ არ ადადრდებს რას იზამენ შსს და სასამართლო ის იტყვის და დაწერს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

რა ხდება?

ვახო სანაიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ 6000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ხალხს მოუწოდებდა არ მოეხენიებინათ “ოცნების” წევრები შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ანუ სასამართლომ ჩაუთვალა, რომ ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები რისკენაც სხვებს მოუწოდებდა არ გამოეყენებინათ ამ ადამიანებთან მიმართებით, თავად სტატუსის ავტორმა უწოდა ბოჟაძესა და პაპუაშვილს.

ამის შემდეგ სანაიას ცნობით მან მეორე სტატუსიც დაწერა, სადაც გულისტკივილი გამოთქვა: ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით და თუ გინდათ, დაუძახეთ ის ეპითეტებიო.

“მოკლედ, სქროლვა/სქრინვის სამმართველომ ახლა ამ ორ სტატუსზეც მიჩივლა. სულ დავიბენი. მართლა ვერ გავიგე: დავუძახოთ – ჯარიმაა; არ დავუძახოთ – ჯარიმაა; თუ ვამბობთ, გინდ – დაუძახეთ და გინდ – არა, ამაზეც ჯარიმაა. რაღაც სხდომა დაუნიშნავთ ისევ. ახლა ეს საკითხი უნდა განიხილონ. მოსამართლე ზვიად ცეკვავაა”, – წერდა სანაია.

სრულად წაკითხვა