სააგენტო "პარალელი"
“ველოდები პოლიტიკურ ნებას, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს” – მარიამ ხარშილაძე
მარიამ ხარშილაძე, დედის, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე აგრძელებს ინფორმაციების გამოქვეყნებას “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით:
“ეს ბოლო უსამართლობაა რაზეც ვწერ 
ელისოს პროცესზე, პროკურატურის მოწმე დ.მ.-მ აღიარა ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის” შეძენა და მისი რეგულარულად მიტანა ჯიბლაძისთვის.
გაგიჟდნენ ადვოკატები… ბატონო დ. თქვენ ხვდებით, რომ ახლა სამუდამო მუხლის დანაშაული აღიარეთ? მოითხოვეს, მისი ადგილზე, სასამართლო დარბაზშივე დაკავება
იცით რა ქნა “მოსამართლემ”? მოწმეს განუმარტა, რომ უფლება აქვს დასმულ შეკითხვებს პასუხი არ გასცეს.
შესაბამისად, ადვოკატების დამაზუსტებელ შეკითხვებს, თუ რა რაოდენობით ყიდულობდა, ვისთან, რა სიხშირით და რამდენს იხდიდა, მოწმემ ღიმილით უპასუხა – მოსამართლემ მითხრა, რომ უფლება მაქვს კითხვებს პასუხი საერთოდ არ გავცეო.
ამიტომაა პროცესები დახურული 
მე ვითხოვ მოსამართლის აცილებას
ველოდები პოლიტიკურ ნებას, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს“, – წერს მარიამ ხარშილაძე.
“ველოდები პოლიტიკურ ნებას, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს” – მარიამ ხარშილაძე
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები