შოთას რუსთაველის პოემის “ვეფხისტყაოსნის” ალეგორიის გასაღები ნაპოვნია.
ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე:
შოთას ,,ვეფხისტყაოსნის” ალეგორიის გასაღები დევს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სამწერლობო-სალიტერატურო ენაში, რადგან საღვთისმეტყველო-თეოლოგიურ ენად ითვლება დამწერლობის მქონე ენა, რომელზედაც ითარგმნება ბიბლიის წმიდა წერილები!
ასე, რომ მსოფლიოში 3500-მდე ენაა, მაგრამ ანბანი – მხოლოდ 14, თუმცა ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან ამ ანბანთა ძირად ორი ითვლება- ფინიკიურ-სემური, საიდანაც წარმოსდგა ყველა აღმოსავლური დამწერლობა და ძველბერძნული, რომელიც სათავეა ყველა დასავლური ანბანისა!
თუმცა, ქართველებს გვიყვარს გამოთქმა, ღმერთი სამობითააო და ასეცაა, არსებობს კიდევ ერთი – თავი ანბანი, ქართული ასომთავრული , სრულიად ინდივიდუალური და ორიგინალური, ყველაზე მწყობრი და სრულყოფილი, რომლის კვლევაშიც ლომის წილი დაიდო ბუმბერაზმა რამაზ პატარიძემ!
ამრიგად, თვით დამწერლობის მქონე ენებშიც დიდი განსხვავებაა, ამიტომაც აცხადებს პრეტენზიას თეოლოგიური ენის სტატუსზე ორი უძველესი ერი – ებერი და ბერძენი, ამიტომ ითარგმნა ბიბლია ივრითსა და ძველბერძნულ ენებზე!
საკითხავია, ეს ჩვენი, ორიგინალური ანბანის მფლობელი ერი, რა ადგილს იჭერს მსოფლიოს წამყვან კულტურულ ერთა შორის? მესამე ადგილსაც არ აკუთვნებენ მას, საერთოდ არ მოიხსენიება, ასე ვთქვათ, არც მკვდრებსა და არც ცოცხლებში, არადა, ენობრივ-ლექსიკური სიმდიდრითა და დახვეწილი ანბანით ბევრად აღემატება პირველ-მეორე ადგილებზე მდგარ მსოფლიო ,,ჩემპიონ” ენებს! რა არის მიზეზი მისი ესოდენ დაკნინებისა? შური, მეგობრებო! ამან შეჭამა ქართველი ერი!
ვინ დადგა შურზე – კაცობრიობის უბოროტეს მტერზე მაღლა? შოთა რუსთველი!
მან დაამარცხა სიბნელე და ეს სიმართლე მზედ გამოაბრწყინა:
ქართული ენა, შობილი ქართველი ხალხის წიაღში, ცოცხალი და საღსალამათი, გახლავთ ყველა ენის – მკვდრისა და ცოცხლის – დედაენა, უსქესო, დასაბამიერი, რომელზეც გამოითქმის ყველაფერი, ამიტომ ის ითვლება ძირეულ, საბაზისო საღვთისმეტყველო ენად, რომელზეც დაეშენა ყველა დანარჩენი!
მაშ, რატომ დაიფარა, დაიჩაგრა იგი და განდიდნენ სხვანი? ისმის ლოგიკური კითხვა და პასუხსაც ამგვარად გაგცემთ! ზედნაშენს, საიდანღაც მოტანილს, გონების ნაჯახირევ-ნარჩევს სჩვევია ფიქრი იმაზე, ვით მოახერხოს ახლის მიბმა ძველზე, ან რა სიდიდისა და მოცულობის დაშენება შეიძლება ისე, რომ ძველმა ადვილად, ბუნებრივად იტვირთოს ახალი და შეძლოს მისი ხანგრძლივად ტარება! მაშ, შენების საქმეში ლიბო-საძირკველი-ფუნდამენტი კარნახობს ახალთაობას, როგორ მოიქცეს და არა პირიქით!
მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ უდიდეს საკულტო თუ თავდაცვითი ხასიათის შენობებს თუ ძირისძირობამდე ჩაჰყვებით, უკლებლივ ყველგან ნახავთ უძველეს არტეფაქტებს, დანაშრევებს, თავკიდურ ლოდებს, ასეთივე რამ ახასიათებს ენის გრამატიკულ სტრუქტურასაც!
და თუ, უტყვი ტაძრები ამ წესს ემორჩილება, ცოცხალ ენათა ძირი გამონაკლისი რად უნდა იყოს? ისიც მრავალშრიანობითაა საცნაური, მასშიც უამრავი ენის კვალია შემორჩენილი, მაგრამ საკუთრივ მის სიძველეზე რა ღაღადებს, იცით? სახელი კი არა, ზმნა, ძრავი ენისა, მართლაც ლოდი შეუძვრელი და შეუცვლელი!
დიახ, მთავარზე მთავარი ზმნის პირიანობაა! რამდენი პირიც შეეწყობა ზმნას, იმდენია პირისნიშანიც და იმის მიხედვით განისაზღვრება ზმნის სიძველეც, რაც ენის სიმდიდრის ზუსტი მახასიათებელია!
მსოფლიო ენებში უმრავლესია ერთპირიანი ზმნა, შედარებით მცირეა – ორპირიანი, იშვიათზე იშვიათია – სამპირიანი და საერთოდ არ არსებობს ოთხპირიანი, გარდა ქართული ენისა! მამა გიორგი მოწამეთელმა ერთხელ მკითხა: შენ თუ იცი ოთხპირიანი ზმნები ქართულშიო, რა თქნა უნდა, ,,მიჭმია” და ,,მისმია”-მეთქი და თვალები გაუბრწყინდა!
ასე და ამრიგად, მსოფლიო თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო დედაენად, რომლის სიმბოლო გახლავთ ტყავი ვეფხისა, ითვლება ქართული სამწერლობო ენა, რომლის საბაზისო ძირი ძალიან ღრმადაა დამარხული ქვესკნელში, (არიასა და აიაში, აღმოსავლურ-დასავლურში, იბერ-კოლხურში), მცენარეულ და არა-ცხოველურ სამყაროში, რაც ნიშნავს პრემითოსურ, წარღვნამდელ, მზის ოქროს ხანაში ნაჯვარ-კურთხეულ, პირველმწყემსთა და მიწათმოქმედ ხალხთა დასაბამიერ, ედემურ ენას!”