ანსამბლი “სამეფო“ სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ მარიამ კოხრეიძეს ცეკვებს უსასყიდლოდ შეასწავლის:
“ქუთაისის ცეკვის “ანსამბლი სამეფო” მზადაა მარიამს უსასყიდლოდ შეასწავლოს ცეკვები. ჩვენი გადაწყვეტილება, ასევე უკავშირდება ფაქტს, რომ მარიამის საცხოვრებელი სახლიდან ახლოს მდებარეობს ანსამბლის სტუდია” - წერს “ანსამბლი სამეფო”.
ანსამბლი ასევე აზიარებს მარიამის ცეკვის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.