ვიდეო: “დიდად არ ვგიჟდები ამ ახალი წლის დღესასწაულებზე…გააწყვე, აალაგე, ყელში მაქვს“ – ნინო ნადირაძე

2 days ago 4

ნინო ნადირაძე გადაცემა “სხვა რაკურსის“ სტუმარია, სადაც ახალი წლის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ახალ წელზე დიდად არ გიჟდება, რადგან საოჯახო შრომასთან ასოცირდება.

“დიდად არ ვგიჟდები ამ ახალი წლის დღესასწაულებზე, რადგან შრომასთან ასოცირდება. გააწყვე აალაგე ყელში მაქვს. ერთხელ ახალ წელზე კენჭი ვყარეთ ვინ იქნებოდა მორიგე, შემხვდა მე.

იმ დღეს ისე მომეწონა მორიგეობა, დილით რომ მივედი სახლში ყველაფერი დარეცხილი და დასუფთავებული დამხვდა.

მეორე წელს ჩემით გადავწყვიტე რომ მორიგე უნდა ვყოფილიყავი. ასე მერჩივნა. ტყუილები არ მიყვარს ამიტომ ვაღიარე. ბევრი წელია, ბედობას მე ვრჩები სახლში მარტო“ ,- ამბობს ნინო ნადირაძე.

ნახეთ ვრცლად:

სრულად წაკითხვა