პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი, იმყოფებოდა.
მომღერლის თქმით, დღევანდელი რეალობა იმის ბრალია, რომ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წელი გავაჩერეთ.
“გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენს ულამაზეს სამშობლოს ჰყავს, არამზადა “ფსევდო“ ხელისუფლება. არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური მთავრობა. ჩვენ კონსტიტუცია აღარ გვაქვს და ამას ვერ ვაპატიებთ.
ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ოცნება 12 წელი ვაპარპაშეთ და ახლა კიდევ 4 წელი უნდა იპარპაშონ. ასე არ გამოვა, თქვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებთ, ამიტომ ძალიან ლამაზად, ხალხი გეხმარებათ რომ წახვიდეთ. რაც მალე მოხდება, ეს ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. აქციაზე იმდენად დიდი სულისკვეთებაა, რომ მოგიწოდებთ გამოხვიდეთ. უგულშემატკივრეთ საკუთარ ქვეყანას, რადგან ახლა თუ არ გადავრჩით, მერე ძალიან დაგვიანდება“, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.